21 ქულა „მანრესასთან“ – შერმადინმა „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მისი დახმარებით „ტენერიფემ“ „მანრესა“ 100:87 დაამარცხა.
216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
𝐒𝐨𝐜𝐢𝐞𝐝𝐚𝐝 𝐢𝐥𝐢𝐦𝐢𝐭𝐚𝐝𝐚@Huertas09 ⚡️ @gioshermadini
📺 @MovistarPlus #LigaEndesa #ListosParaRomperla pic.twitter.com/sVziYlco5Z
— Liga Endesa (@ACBCOM) March 29, 2023
ასევე 21 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ აარონ დორნეკამპს.
„ტენერიფეს“ 17 მოგება აქვს და სატრნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 აპრილს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.