19 ოქტომბერს ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნება
19 ოქტომბერს ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში ჩატარდება.

ფესტივალის დაარსებიდან 22-ე წელიწადს თეატრისა და ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დადგმებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას ქმნიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს გახსნის ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით. ასევე თბილისს ესტუმრება ამერიკელი ცეკვის ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი წარმოდგენით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.

2019 წლის პროგრამის ერთ – ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან თანამშრომლობით შედგა.