19 მარტის 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
19 მარტის 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.