19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 30 209  აცრა ჩატარდა
19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 30 209 აცრა ჩატარდა

19 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 30 209 ადამიანი, – მის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი.