1862 ქულით გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ ისტორიაში შევიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო კლუბტენერიფეს“ ისტორიაში შევიდა – მან „გრან კანარიასთან“ მატჩში 15 ქულა ჩააგდო, სულ კი „ტენერიფეს“ მაისურით 1862 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიულ ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 13 ქულით გადაასწრო მესამეადგილოსან ნიკო რიჩოტის (1849). პირველ ადგილზე გერმან გონსალესია 3191 ქულით.

რაც შეეხება უშუალოდ „გრან კანარიასთან“ შეხვედრას, დაძაბულ ბრძოლაში „ტენერიფემ“ 81:77 მოიგო.

შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 8/7 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი. იგი ბლოკებით ძალიან დაეხმარა თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა.

ტენერიფეს“ 23 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 29 მარტს ასევე შინ „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს.