ხორვატიაში საქართველოს ელჩი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში, რაც ახალი ეტაპის დასაწყისია
ხორვატიაში საქართველოს ელჩი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში, რაც ახალი ეტაპის დასაწყისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში, ეს თავისთავად უკვე ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

ელჩის თქმით, „ხორვატია და საქართველო მსგავსი არიან, როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით, უახლესი ისტორიული წარსულით, ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სულ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში, რადგან აქამდე ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ხორვატიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც თავისთავად მიანიშნებს იმ აქტიურ და მჭიდრო ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.