18:00 საათის მონაცემებით, მოლდოვაში რეფერენდუმში ამომრჩეველთა 42,44-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ძალაში შესულად გამოცხადდა
18:00 საათის მონაცემებით, მოლდოვაში რეფერენდუმში ამომრჩეველთა 42,44-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ძალაში შესულად გამოცხადდა

მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ძალაში შესულად გამოცხადდა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ, წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათისთვის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 42,44 პროცენტი მონაწილეობდა. რეფერენდუმი ჩატარებულად რომ ჩათვლილიყო, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირებულიყო.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი აქვს – „დიახ“ და „არა“.

პარალელურად, მოლდოვაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 48%-ზე მეტმა, რაც 1,4 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეადგენს.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.