18 წლის თავდამსხმელმა „საბურთალოს“ ბოლო წუთზე მოაგებინა
18 წლის თავდამსხმელმა „საბურთალოს“ ბოლო წუთზე მოაგებინა

ეროვნული ლიგის მე-9 ტური სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძე არენზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედარში დამარცხდა.

თამაში სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო. ანგარიში 21-ე წუთზე „სამტრედიას“ ნახევარმცველმა, გიორგი ახალაძემ გახსნა.

სტუმრებმა მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს და 66-ე წუთზე „საბურთალოს“ კენიელმა ნახევარმცველმა ელვინ ტერამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 89-ე წუთზე მისი პასით 18 წლის გიორგი გულიაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „საბურთალოს“ სამი ქულა მოუტანა – 1:2.

საბურთალომ“ 16 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან გორის „დილას“ გაუთანაბრდა, ხოლო „სამტრედია“ 8 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის მე-10 ტური ხვალ დაიწყება – „კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ „დინამო თბილისს“ უამსპინძლებს. მატჩი 21:00-ზე დაიწყება.