18 წლის ქართველი პიკეს გუნდშია - ზაფხულის შეკრების შემდეგ მითხრეს, რომ ძირითად შემადგენლობაში დავრჩებოდი #1TVSPORT
18 წლის ქართველი პიკეს გუნდშია - ზაფხულის შეკრების შემდეგ მითხრეს, რომ ძირითად შემადგენლობაში დავრჩებოდი #1TVSPORT

ესპანეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა – რანგით მეორე ლიგაში, სეგუნდა დივიზიონში გადასულ „ანდორაში“ 18 წლის თავდამსხმელი ლუკა მანაგაძე თამაშობს.

„მე ქუთაისელი ვარ, მაგრამ 6 წლიდან ბარსელონაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და „მასეტის“ აკადემიაში შევედი. ბარსელონას აკადემიაში ვარჯიშის შემდეგ, წინა სეზონში, სექტემბერში „ანდორაში“ გადავედი და დუბლებში 14 გოლი გავიტანე. გასინჯვაზე მთავარ გუნდში ზაფხულის შეკრებაზე ამხანაგური მატჩები ვითამაშე და მითხრეს, რომ დამტოვებდნენ, მაგრამ დუბლებს დავეხმარები“, – ამბობს ლუკა მანაგაძე.

18 წლის თავდამსხმელის თქმით, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს:

„მინდა, გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ლა ლიგაში გადავიდე, მაგრამ მთავარი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია. – ანდორაში ჯერ ოფიციალური მატჩი არ მითამაშია და სავარაუდოდ, ჩემი ასაკის ნაკრების მწვრთნელები არ მიცნობენ“.

2018 წლის დეკემბერში „ანდორას“ მფლობელი „ბარსელონას“ ვარსკვლავი ჟერარ პიკე გახდა. ლუკას თქმით, მას ამბიციური გეგმები აქვს:

„ჟერარ პიკეს მიზანი 2-3 წელიწადში ლა ლიგაში გადასვლაა და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ფინანსურად გუნდს ეხმარება, პლუს სეგუნდა დივიზიონში გადასვლის შემდეგ „ანდორამ“ 8 მილიონი ევრო უნდა მიიღოს“.