18-წლამდელთა ნაკრები ბელგიას შეხვდება
18-წლამდელთა ნაკრები ბელგიას შეხვდება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. 31 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე გუნდი საქართველოში მოემზადება, ხოლო 5 სექტემბერს ბელგიაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

წელს გუნდი უკვე მესამედ იკრიბება. მარტში გიორგი მიქაძის გუნდმა სტუმრად ავსტრიასთან ანგარიშით 1:3 წააგო, მეორე სპარინგი კი 3:1 მოიგო.

აპრილში, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეკრება ბულგარეთში ჩაატარა, სადაც მასპინძელთა 18-წლამდელების გუნდსაც ორჯერ ეთამაშა – პირველი შეხვედრის მოგების (2:0) შემდეგ, გუნდი მეორე მატჩში ფრეს (1:1) დასჯერდა.