18 წლამდე მორაგბეები საქართველოში დაბრუნდნენ [ფოტო]

04:13, 22.04.2019

საქართველოს 18 წლამდელთა რაგბის ნაკრები რუსეთიდან დაბრუნდა. უმცროს „ბორჯღალოსნებს“ აეროპორტში სპორტსმენები, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

რუსეთში თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ და ესპანეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 20:10 დასრულდა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

მსგავსი