18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება

11:09, 14.05.2020

18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

 

მსგავსი