17 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა შეწყვიტა
17 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა შეწყვიტა

ფიგურული ციგურაობის ვარსკვლავმა, 17 წლის რუსმა ალინა ზაგიტოვამ განაცხადა, რომ კარიერაში პაუზას იღებს. მან ამის შესახებ რუსული ტელეარხის პირდაპირ ეთერში თქვა.

ზაგიტოვას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. რუსი ცოტა ხნის წინ, ტურნირში გრანპრის ფინალის დროს, თავისუფალ პროგრამაში ორმაგი აქსელის შესრულებისას დაეცა და ტრავმა მიიღო, ამ დაზიანების გამო, მან მონაწილეობა ვერ მიიღო საჩვენებელ გამოსვლებში.

გარდა ამისა, რუსულ ფიგურულ ციგურაობაში ახალი თაობის სპორტსმენები გამოჩდნენ, რომლებმაც ზედიზედ რამდენიმე ტურნირში დაამარცხეს ზაგიტოვა.

ალინა ზაგიტოვა 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.