17-წლამდელები ბელარუსში ითამაშებენ - შემდეგი სპარინგები მონტენეგროსთან დაიგეგმა #1TVSPORT
17-წლამდელები ბელარუსში ითამაშებენ - შემდეგი სპარინგები მონტენეგროსთან დაიგეგმა #1TVSPORT

17-წლამდე ნაკრები ბელარუსში მიემგზავრება. გიორგი ჩიტაურის გუნდი მინსკის განვითარების თასზე იასპარეზებს. ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება და ამ პროცესს მინსკის განვითარების თასზე მონაწილეობით დაიწყებს. ბელარუსის დედაქალაქში გუნდი მინიმუმ ოთხ შეხვედრას გამართავს.

მინსკის თასი

6 თებერვალი – ისრაელი V საქართველო

7 თებერვალი – საქართველო V ბელარუსი

9 თებერვალი – მოლდოვა V საქართველო

10 თებერვალი – საქართველო V უზბეკეთი

ბელარუსის დედაქალაქში გამართული ამხანაგური ტურნირის შემდეგ, გიორგი ჩიტაურის გუნდი მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს 15 და 17 თებერვალს დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩები

15 თებერვალი – მონტენეგრო V საქართველო

17 თებერვალი – მონტენეგრო V საქართველო

აღნიშნული მატჩებისთვის, გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა. Covid-19-ით ინფიცირების გამო, მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს – თენგო გობეშია, ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი ტაბატაძე ვერ დაეხმარებიან.

U17 შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო)

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი მაღრაძე (ორივე – საბურთალო), საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი)

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ლაშა გადილია, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე, დავით გოგიჩაიშვილი, გიორგი რობაქიძე (ყველა – დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე)

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო ბათუმი)