17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოსთან 0:13 წააგო #1TVSPORT
17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოსთან 0:13 წააგო #1TVSPORT

საქართველოს 17 წლამდელ გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში ჩაატარა და დაუჯერებელი ანგარიშით დამარცხდა – 0:13.

„ბ“ ლიგის პირველი ჯგუფის მინიტურნირს ლუქსემბურგი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების მეტოქე კოსოვო იყო და ჩვენი გუნდი ისეთი ანგარიშით დაარცხა, რომლის პროგნოზირებაც წარმოუდგენელი ჩანდა.

პირველი ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა 0:4 დათმო. განსაკუთრებით ცუდად სალომე ხუბულურის გუნდმა მეორე ნახევარი ჩაატარა, როდესაც 9 გოლი გაუშვა. ეს ამ შესარჩევ ეტაპზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობით დასრულებული მატჩია.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი ლუქსემბურგი ბელარუსს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 27 სექტემბერს ლუქსემბურგთან გამართავს, ხოლო 30-ში – ბელარუსთან.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ჩატარდება. 49 ქვეყნის ნაკრები რეიტინგის მიხედვით „ა“ და „ბ“ ლიგაში გადანაწილდა.