17-წლამდე ნაკრები ბერძენ თანატოლებს დაუზავდა #1TVSPORT
17-წლამდე ნაკრები ბერძენ თანატოლებს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბერძენი თანატოლების გუნდს რუსთავის აკადემიაში, ამხანაგური მატჩში უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ბერძენი თანატოლები შეხვედრას 0:2-ს იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გიორგი ჩიტაურის გუნდმა მატჩის შემობრუნება და ანგარიში გათანაბრება შეძლო.

ბერძენთა კარში პირველი გოლი სტანდარტიდან გივი ხაჩიძემ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გუნდის კაპიტანს, გაბრიელ სიგუას ეკუთვნის, რომელმაც მატჩის მიწურულს, მეტოქის კარი 92-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

საქართველო U17 – საბერძნეთი U17 – 2:2

საქართველოU17: კოპალიანი – სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე – სიგუა, ხაჩიძე, პარკაძე, ცეცხლაძე – პარკინაშვილი.

გოლები: 1:2 ხაჩიძე (81), 2:2 სიგუა (90+2)

მეორე ამხანაგურ მატჩს, 17-წლამდელები ისევ საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18 სექტემბერს ჩაატარებენ. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.