17-წლამდე გოგონათა ნაკრები შოტლანდიაში მიემგზავრება - გუნდი A ლიგაში დაწინაურებას შეეცდება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდისთვის ემზადება, სადაც ორ მატჩს გამართავს.
გუნდი შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც A ლიგაში დასაწინაურებლად შოტლანდიისა და ისრაელის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება. სალომე ხუბულურის გაწვრთნილები თამაშებს 12 და 15 მარტს გამართავენ. A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი მოიპოვებენ.
სალომე ხუბულურმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე, ანანო სიგუა (რაჭა, ამბროლაურის)
დაცვა: ანა პავლიაშვილი, თამუნა ლონდარიძე (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (დინამო, სოხუმი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი, თბილისი), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ელენე ჩიქოვანი, ნინი ბერიძე, ლიზი კანკია, მარიამ მამფორია, ანა ხაჩატუროვა (ყველა – კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), შორენა ჯანეზაშვილი (გორი იუნაიტედი), კესარია მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), ანა საგირაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი:
12 მარტი. 18:00
ისრაელი – საქართველო
15 მარტი. 18:00
საქართველო – შოტლანდია