17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგთან დამარცხდა #1TVSPORT
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგთან დამარცხდა #1TVSPORT

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც წააგო. სალომე ხუბულურის გუნდი ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:10.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ჩატარდება. 49 ქვეყნის ნაკრები რეიტინგის მიხედვით „ა“ და „ბ“ ლიგაში გადანაწილდა. საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები „ბ“ ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, რომელსაც ლუქსემბურგი მასპინძლობს. კერჟენგერ-დრიბელში გამართული შეხვედრის პირველივე წუთებიდან ლუქსემბურგის ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და უკვე მე-12 წუთზე 3:0 დაწინაურდა და ტაიმიც ასე დასრულდა.

ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, გუნდმა მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 0:10 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „მეცის“ აკადემიის თავდამსხმელმა ლუისა ოლივეირა ბრასიმ (7, 57, 65, 71, 72, 77) 6 გოლი გაიტანა, კაროლინ იორგ მაგალაეშმა (5, 12, 85) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ერთიც რაჩელ კირპსიც (66) ანგარიშზეა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვო ბელარუსს შეხვდა, 1:1 ითამაშა და ლიდერობა შეინარჩუნა. ბოლო ტურის მატჩები 30 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს 17 წლამდელ გოგონათა ნაკრები ბელარუსს შეხვდება, ხოლო ლუქსემბურგი – კოსოვოს.