17 წელი აგვისტოს ომიდან – მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო [ფოტო]

12:59, 08.08.2025

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.

მსგავსი