17 უბნის მონაცემებით, ხულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს

23:21, 19.05.2019

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა 17 საარჩევნო უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ უბნებში 66 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ 17 უბანზე ხმების 28 პროცენტი დააგროვა.

ხულოს საარჩევნო ოლქში სულ 54 უბანია.

ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა 58.21 პროცენტი იყო.

მსგავსი