17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კერძოდ, უფასოდ იმგზავრებენ შოთა მესხის სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე 20 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება.