17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება
17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში 17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება.

ბიზნესფორუმში საკვები პროდუქტების – ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის მწარმოებელი 23 უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე  ბიზნეს ურთიერთობების არეალი გააფართოონ.

ბიზნესფორუმი EU4Business-EBRD-ის, ასევე უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით იმართება.