17 ქვეყანა, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდების მსურველთათვის „სამოთხედ“ მიიჩნევა
17 ქვეყანა, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდების მსურველთათვის „სამოთხედ“ მიიჩნევა

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა 17 ქვეყნისგან შემდგარი ე.წ შავი სია დაამტკიცეს, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდების მსურველთათვის „სამოთხედ“ მიიჩნევა.

სია ასე გამოიყურება: ამერიკული სამოა, ბაჰრეინი, ბარბადოსი, გრენადა, გუამი, სამხრეთ კორეა, მაკაუ, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, ნამიბია, პალაუ, პანამა, წმინდა ლუჩია, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ზემოთხსენებული ე.წ. შავი სიის გარდა, არსებობს ასევე „რუხი“ სიაც, რომელშიც 47 იურისდიქციაა შესული. ამ სიაში არსებული ქვეყნები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ამჟამად არ იმყოფებიან, თუმცა საგადასახადო კოდექსში ცვილებების განხორციელებას გეგმავენ.


აღსანიშნავია, რომ „შავ სიაში” შესული ქვეყნებისთვის შესაძლოა, ევროკავშირის ფონდებთან წვდომა შეიზღუდოს და მათ წინააღმდეგ განხორციელდეს სხვა კონტრ-ზომები.