17 ოქტომბერს ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება
17 ოქტომბერს ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე აიპ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი. ამის გამო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 17 ოქტომბერს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საგზაო დეპარტამანეტის ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.