17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება
17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება

პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.

„საგანგებო მდგომაროების ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. და ბოლოს, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, არ დაიხურება ეკლესიები და დაცული იქნება სოციალური დისტანცირება მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით.

„ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.  კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიაში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.