„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით
„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სულ მცირე ათი ქვეყანა ითხოვს, რომ ევროკავშირმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის დააწესოს.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს.

მედიასაშუალება წერს, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზებას მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესების შესახებ, არიან იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.

კრემლი იმუქრება, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას სრულად შეწყვეტს, თუ ევროკავშირის რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს. „ფაინენშელ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, რუსეთის გაზის მიწოდება ევროკავშირში დაახლოებით 80%-ით შემცირდა.