16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში | საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თურქეთთან 71:79 დამარცხდა.
აღნიშნული მარცხი მიმდინარე ტურნირზე ქართველი კალათბურთელებისთვის მეხუთე აღმოჩნდა. თუ ჩვენი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას ვერ მოიგებს, B დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრების რიგებში თურქეთთან ყველაზე შედეგიანი ლუკა გაბისონია იყო 17 ქულით. 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჰქონდა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ცოტნე დგებუაძეს.
საქართველოს 16-წლამდელთა გუნდი მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. გუნდის მიზანია, მინიმუმ მე-13 ადგილზე გავიდეს, რათა საუკეთესოთა შორის მომავალ წელსაც მოახერხოს თამაში. ქართველი კალათბურთელების შემდეგი მეტოქე იტალიასა და ისრაელს შორის დამარცხებული იქნება.