16-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს - მოლდოვაში ხვიჩა კვარაცხელიას ძმაც მიემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ითამაშებს უეფა-ს განვითარების თასზე, რომელსაც 14-დან 19 აპრილის ჩათვლით მოლდოვა უმასპინძლებს.
ეს ტურნირი 16-წლამდელთა ნაკრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის – სანდრო კობახიძის გაწვრთნილი გუნდი ისლანდიასა და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი განაგრძობს.
16-წლამდელთა ნაკრები კიშინეუში ესტონეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას დაუპირისპირდება. შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელიას ძმა – თორნიკე კვარაცხელია, რომელიც „დინამო თბილისს“ წარმოადგენს.
მატჩების განრიგი
14 აპრილი, 12:00
ესტონეთი V საქართველო
16 აპრილი, 12:00
აზერბაიჯანი V საქართველო
19 აპრილი, 15:30
მოლდოვა V საქართველო
შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი კახიძე, ლუკა მამასახლისი ორივე – (სფფ ქუთაისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი).
მცველები: ანდრია ფოცხვერია, იოანე გოგიჩაიშვილი, ალიკა გეთიაშვილი, დავით ცქვიტაია, ლუკა შარიქაძე, გიორგი რაზმაძე (ყველა – დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანდელაკი, ლევან მანჩხაშვილი (ორივე – იბერია 1999), გეგა ამაღლობელი (პორტუსი ბათუმი), გიორგი დოხნაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია).
ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე, დავით მაჭარაშვილი, გიორგი გორგაძე, თორნიკე კვარაცხელია (ყველა – დინამო თბილისი), ლუკა ხელაძე, საბა ავდოევი (ორივე – იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა).
თავდამსხმელები: ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).