16-წლამდელთა ნაკრებმა მალტის ტურნირი ლიხტენშტაინთან მოგებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მალტაში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე პირველი მატჩი ლიხტენშტაინთან გამართა და 1:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლიხტენშტაინი თავს კარგად იცავდა. თუმცა 86-ე წუთზე ლუკა ციკოლიამ მეტოქის კარის აღება მოახერხა და გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
მეორე შეხვედრაში მასპინძელმა მალტამ 90+3-ე წუთზე გატანილი გოლით ანდორა ასევე 1:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ ჩვენს ნაკრებთან ერთად გალიდერდა.
გიორგი ხიზანიშვილი გუნდი 5 აპრილს ანდორას შეხვდება, ხოლო დასკვნით ტურში, 8 აპრილს მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდელების ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი
5 აპრილი
ანდორა V საქართველო
8 აპრილი
მალტა V საქართველო