16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა სან მარინოში დაწყებულ უეფა-ს განვითარების თასზე, სადაც პირველ ტურში მასპინძელთა ნაკრები 7:4 დაამარცხა.
მატჩის გმირი „ნორჩი დინამოს“ თავდამსხმელი ანანო ცისკარიძე გახდა, რომელმაც პოკერი შეასრულა, თითო გოლი სოფო ხელაშვილმა, ანასტასია ბუჩუკურმა და სოფო ბერულავამ გაიტანეს. მასპინძლებიდან კი ჰეთთრიკი ელიზა ტერენციმ (65, 66, 90+4) შეასრულა, ერთი გოლი ჯულია პენსერინის ანგარიშზეა.
უეფა-ს განვითარების თასზე მეორე მატჩს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 18 აპრილს ლუქსემბურგთან გამართავს, ხოლო დასკვნით ტურში 21 აპრილს ესტონეთს დაუპრისპირდება.
სან მარინო- საქართველო 4:7
გოლები: 0:1 ცისკარიძე (17), 1:1 პენსერინი (18), 1:2 ხელაშვილი (33), 1:3 ბუჩუკური (48), 2:3 ტერენცი (65), 3:3 ტერენცი (66), 3:4 წიქარიძე (70), 3:5 წიქარიძე (78), 3:6 წიქარიძე (80), 3:7 ბერულავა (85), 4:7 ტერენცი (90+4)
საქართველო: დობროვოლსკაია (69. ფხაკაძე), ბოლქვაძე, კალოიანი, რიჟამაძე (85. ჭურკვეიძე), მიქაბერიძე, ხელაშვილი (85. უშხვანი), წიქარიძე, მეტრეველი (46. ბულია), ბუჩუკური (85. ჯოჯუა), ბერულავა, კაკულია (85. გუტიკაშვილი).
მწვრთნელი: სალომე ხუბულური