15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308-მა ამომრჩეველმა მიიღო
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308-მა ამომრჩეველმა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 27,75 %-ია.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ეს ციფრი ადასტურებს, რომ აქტივობა მაღალია.

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 36 საჩივარია შესული და ყველა პროცედურული ხასიათისაა.