15:00 საათის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,01% შეადგინა

15:50, 28.04.2018

54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41,01% შეადგინა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 24.3% შეადგინა, ხოლო 10:00 საათისთვის – 9,9%.

ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 19 789 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

მსგავსი