15:00 საათის მონაცემებით, ფოთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,8 პროცენტმა გააკეთა არჩევანი
15:00 საათის მონაცემებით, ფოთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,8 პროცენტმა გააკეთა არჩევანი

15:00 საათის მონაცემებით, ფოთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,8 პროცენტმა გააკეთა არჩევანი. არჩევანი სულ 14 811-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.

ფოთის, სენაკისა და ხობის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში 108 498 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ამომრჩეველთა რაოდენობა 41 376-ს შეადგენს. მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ 50 პოლიტიკურ პარტიასა და 16 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის. 32 საარჩევნო უბანს დაემატა ერთი სპეცუბანი, რომელიც კოვიდპაციენტებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე ემსახურება.