150-ე ქართული დუბლი NBA-ში - გოგა ბითაძემ „ოკლაჰომასთან“ 15 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
150-ე ქართული დუბლი NBA-ში - გოგა ბითაძემ „ოკლაჰომასთან“ 15 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში თავისი მე-18 ორმაგი დუბლი შეასრულა, რითაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველების „დაბლ-დაბლები“ დაამრგვალა – 150. პირველი ორმაგი 1999 წელს ვლადიმერ სტეფანიამ შეასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ „ორლანდო“-„ოკლაჰომას“ მატჩს, ის სტუმრებმა მოიგეს – 105:99.

გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 27 წუთი ითამაშა, 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმოა.

„ოკლაჰომას“ გამარჯვება გილგეუს-ალექსანდერმა განაპირობა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო.

„ორლანდოს“ 17 მოგება, 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.