15 წლამდელთა ტურნირი „დინამომ“ მოიგო - საქართველო ფინალში ვერ გავიდა | ზამთრის თასი [ფოტო]
ზამთრის თასზე 15 წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ აკადემია გახდა.
ფინალში, როგორც შარშან „დინამო“ „საბურთალოს“ შეხვდა. შარშანდელი შეხვედრა „საბურთალომ“ 4-2 მოიგო, ფინალი ამჯერადაც ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა გამარჯვება „დინამოს“ ხვდა წილად. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჯადული იობაშვილი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ასევე დინამოელი საბა გეგიაძე გახდა.
ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალში ესპანეთთან დაპირისპირება 6:6 დასრულდა, ხოლო პენალტების სერია კი საქართველოს ნაკრებმა 4:5 დათმო. გადამწყვეტი გოლი „მალაგას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კატანიამ გაიტანა.





