15 ქულა, 7 პასი - შენგელიამ ევროლიგის წლევანდელი სეზონი გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT
15 ქულა, 7 პასი - შენგელიამ ევროლიგის წლევანდელი სეზონი გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელებმა „მილანს“ უმასპინძლეს და 89:84 დაამარცხეს. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა – მილანელებსა და ბოლონიელებს ევროლიგაზე რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

მაჟორულ ნოტზე დაასრულა წლევანდელი ევროლიგა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი, 2 ჩაჭრა.

25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ 21 ქულა ჩააგდო.

14 მოგება, 20 მარცხი – „ვირტუსმა“ ევროლიგა მეთოთხმეტე ადგილზე დაასრულა. ბოლონიელები მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს „ტრენტოსთან“ ელით.