15 ოქტომბერს აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
15 ოქტომბერს აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

15 ოქტომბერს სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.

ეს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ შარაას პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, SANA-ს ცნობით, ლიდერები რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებსა და სირიისა და რუსეთის თანამშრომლობის გზებს განიხილავენ.

ამასთან, როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, შარაა ოფიციალურად მოითხოვს სირიისთვის ბაშარ ალ ასადის გადაცემას.