15 ივნისს „მიხეილ მესხი არენაზე“ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩის ჩატარების ადგილი და საათი გაირკვა #1TVSPORT
15 ივნისს „მიხეილ მესხი არენაზე“ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩის ჩატარების ადგილი და საათი გაირკვა #1TVSPORT

გაირკვა, სად გამართავს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-მდე ბოლო საკონტროლო შეხვედრას კვიპროსის ნაკრებთან.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ბოლო საკონტროლო მატჩს 15 ივნისს კვიპროსთან ჩაატარებდა, მაგრამ არ იყო ცნობილი, შეხვედრა რომელ სტადიონზე და რომელ საათზე გაიმართებოდა.

ახლა მატჩის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო გაირკვა. Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, ჩვენი ახალგაზრდული გუნდი კვიპროსის ეროვნულ გუნდს „მიხეილ მესხი არენზე“ უმასპინძლებს, მატჩი კი 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასწრება უფასოა, მაგრამ მატჩზე დასასწრებად ბილეთების აღება საჭიროა და ამისთვის მიხეილ მესხის სტადიონის სალაროს უნდა მიმართოთ, რომელიც თამაშის დღეს 16:00 საათიდან იმუშავებს. სტადიონის კარი მატჩამდე 2 საათით ადრე, 18:00 საათზე გაიხსნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 20:00

24 ივნისი | საქართველო – ბელგია | 20:00

27 ივნისი | საქართველო – ნიდერლანდები | 20:00

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.