15 აგვისტოს ფოთში კეფალის ონლაინ ფესტივალი გაიმართება
15 აგვისტოს ფოთში კეფალის ონლაინ ფესტივალი გაიმართება

15 აგვისტოს ფოთში კეფალის ონლაინ ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა ვიდეოექსკურსიები, მომზადდება ადგილობრივი კერძები, შედგება მინილექცია event tourism-ზე.

„ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ვიდეოექსკურსიები კოლხეთის პარკის საიდუმლოებებზე, აქტიური კრაფტი და საოჯახო „მხიარული სტარტები“. იქნება არაერთი პირდაპირი ჩართვის ზონა. მოეწყობა თევზაობა, იოგა, მუსიკალური ნომრები, საპლაჟო თამაშები, მეგრული კერძების მასტერკლასები, ვიქტორინები და მრავალი სხვა აქტივობა“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.