15 000-ზე მეტი ჯარიმა დაიწერა მძღოლებისთვის, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარეს ან განმეორებით არ გამოცხადდნენ
15 000-ზე მეტი ჯარიმა დაიწერა მძღოლებისთვის, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარეს ან განმეორებით არ გამოცხადდნენ

15 000-ზე მეტი ჯარიმა არის დაწერილი მძღოლებისთვის, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარეს ან განმეორებით არ გამოცხადდნენ ტესტირების ცენტრებში, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ პირველ არხს მიაწოდა. მიხეილ ხმალაძის თქმით, კერძო პირებზე სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი.

„გვაქვს გარკვეული პრობლემები მონიტორინგთან დაკავშირებით გზებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, უახლოეს თვეებში ეს თემა მოგვარებული იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ნომრის ამომცნობი კამერები უკვე დაყენებულია. სატესტო რეჟიმს გადის და 2019 წლის პირველ ნახევარში უკვე დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განუცხადა პირველ არხს მიხეილ ხმალაძემ.

ეკონომიკის სამინისტრო, ეფექტიანი აღსრულების მიზნით, ტესტირების ცენტრების ზედამხედველობის გამკაცრებასაც აპირებს. თუ ამ დრომდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, წელს მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას უკვე ლაივკამერების საშუალებით, 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს.