14 წლის ლუკა კოპალიანი სამართალდამცველებმა იპოვეს

16:59, 11.11.2020

14 წლის ლუკა კოპალიანი სამართალდამცველებმა იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

14 წლის ლუკა კოპალიანი დღეს დილით დაიკარგა, ის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

მსგავსი