14 ივნისიდან N50 ავტობუსის მარშრუტში ცვლილება განხორციელდება
14 ივნისიდან N50 ავტობუსის მარშრუტში ცვლილება განხორციელდება

14 ივნისიდან N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მ/ს „ვარკეთილს“ და ჯავახეთის ქუჩის გავლით განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

რაც შეეხება უკუმიმართულებას, მერიის ცნობით, N50 ავტობუსი გადაადგილდება ძველი, უცვლელი მარშრუტით.

დატოვე კომენტარი