14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება
14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.