14-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩინელი სპეციალისტები რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვებიან
14-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩინელი სპეციალისტები რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი პერსონალის ჩართვის საკითხი განიხილა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები, სამუშაოებში ჩართვამდე, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები.

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს ჩამოვლენ. საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინე ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.

„საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მისამართი: ალ.ყაზბეგის N12 ტელეფონი: +995 32 2 37 05 08 საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.