14-15 ნოემბერს გორი ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

13:51, 09.11.2026

14-15 ნოემბერს გორი ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება ორ წონით კატეგორიაში, 80 კგ-სა და აბსოლუტურში გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა, მხარდამჭერები კი საქართელოს სპორტის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტი.

2026 წლის მსოფლიო პირველობაზე აბსოლუტურ წონას პირველად დაემატება 80 კგ წონითი კატეგორია, რაც კიდევ უფრო მეტად სანახაობრივს გახდის ჩემპიონატს.

ამ დროისათვის ტურნირზე 24 ქვეყნის ფალავანია დარეგისტრირებული. ჩემპიონატი გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ტურნირზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ნოემბერია. 14 ნოემბერს აწონვა ჩატარდება, ასპარეზობები კი 15 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი