13 თებერვალს შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება
13 თებერვალს სტარტს აიღებს MMA-ში საქართველოს ჩემპიონატი.
პირველი ტურის ფარგლებში სულ 15 ბრძოლა შედგება. ღონისძიება საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე ტურად იქნება დაყოფილი. გამარჯვებულს საჩემპიონო ქამარი გადაეცემა.