13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება
13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა ღიბრაძემ. 

ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.