13 ქულა ევროლიგაზე - შენგელიას გუნდი მილანელებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მილანის „ოლიმპიას“ უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი გუნდში გამორჩეული იყო – 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მას მხარი იფე ლუნდბერგმა აუბა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.

სტუმართა მხრიდან კაილ ჰაინსმა, დეივონ ჰოლმა და ტროი დენიელსმა 13-13 ქულა მიითვალეს.

12 მოგებითა და 8 წაგებით ცსკა ევროლიგაზე მე-7 ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას 28 იანვარს, ყაზანის „უნიქსთან“ გამართავს.