13 ქულა, 11 მოხსნა - სანდრო მამკელაშვილის პირველი დუბლი „სან ანტონიოში“ [ვიდეო] #1TVSPORT
13 ქულა, 11 მოხსნა - სანდრო მამკელაშვილის პირველი დუბლი „სან ანტონიოში“ [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ დასამახსოვრებელი მატჩი გამართა. მან „სან ანტონიოს“ მაისურით პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 11 მოხსნა. „სპურსი“ კი ბოლო წუთებამდე თანაბრად ებრძოდა „უორიორსს“, თუმცა 115:130 დამარცხდა.

სანდროს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 29 წუთი, 13 ქულა (10-დან 6 ორქლიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 11 მოხსნა (7 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 2 ფოლი, 1 შეცდომა.

სან ანტონიოში 22 ქულით კელდონ ჯონსონი გამოირჩა, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო უკანახაზელთა ტრიო იყო: კლეი ტომპსონმა, სტეფ კარიმ და ჯორდან პულმა ჯამში 21 სამქულიანი ჩააგდეს. კლეი 31 ქულამდე ავიდა, სტეფი – 33-მდე, ჯორდანი – 27-მდე.

41 მოგებით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთის კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. „სან ანტონიოს“ კი 19 გამარჯვება აქვს და მეთოთხმეტეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 3 აპრილს „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.