13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11:13, 12.03.2025

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2025 წლის 13 მარტის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი